მთავარი » ფილმები ქართულად
დასახელება: ავატარი ჟანრი:მძაფრ-სიუჟეტიანი, ფანტასტიკა, ზღაპრული (ფენტეზი), სათავგადასავლო წელი:2009 პროდიუსერი:ჯეიმს ქემერონი ენა:ქართული როლებში:სემ უორტინგტონი, ზოი სალდანა, სიგურნი უივერი, სტივენ ლენგი, მიშელ როდრიგესი, ჯოვანი რიბიზი
მოკლე შინაარსი: ჯეიკ სალი - ყოფილი საზღვაო ქვეითია, რომელიც ინვალიდის ეტლზე არის მიჯაჭვული. სუსტი სხეულის მიუხედავად, ჯეიკი სულით მებრძოლია. ის დავალებას იღებს: უნდა გაფრინდეს პლანეტა პანდორაზე არსებულ დედამიწელების ბაზაზე, რომელიც რამდენიმე სინათლის წელიწადით არის დაშორებული. კორპორაციები აქ იშვიათ მინერალს მოიპოვებენ, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედამიწის ენერგეტიკული კრიზისიდან გამოყვანისათვის...
უყურა: 948–მა | კომენტარები: 0
დასახელება: მწვანე მილი ჟანრი:დრამა, მისტიკა, დეტექტივი, ზღაპრული (ფენტეზი) წელი:1999 პროდიუსერი:ფრენკ დარაბონტი ენა:ქართული როლებში:ტომ ჰენკსი, მაიკლ კლარკ დუნკანი, დევიდ მორსი, ბონი ჰანტი, ჯეიმს კრომუელი, მაიკლ ჯეტერი
მოკლე შინაარსი: პოლ ეჯკომი ციხის მცველად მუშაობს. მის ხელში მრავალ ბოროტმოქმედს გაუვლია, მაგრამ ბავშვების მკვლელობისათვის სიკვდილმისჯილი პატიმარი, რომელსაც სიბნელის ეშინია, აიძულებს მას ახლებურად შეაფასოს საკუთარი ცხოვრება.
უყურა: 872–მა | კომენტარები: 0
დასახელება: კუკარაჩა ჟანრი: დრამა წელი: 1982 პროდიუსერი: ქეთი დოლიძე, სემიონ დოლიძე ენა: ქართული როლებში:
ლევან უჩანეიშვილი ,ნინელ ჩანკვეტაძე ,ზაზა კოლელიშვილი ,მარინა ჯანაში ,ლადო ტატიშვილი ,გივი ტოხაძე ,დუდუხანა ცეროძე ,დ. კაპანაძე ,ლია კაპანაძე ,ტამაზ ტოლორაია
მოკლე შინაარსი: კუკარაჩა მარტოხელა თბილისის ერთ-ერთი უბნის მილიციის რწმუნებულია, რომელმაც ამ პირქუშ სამსახურში თავისი ხანმოკლე მოღვაწეობის მანძილზე სინათლის სხივი შეიტანა და ამაღლებული გრძნობების, ზნეობრივი პრინციპების დასაცავად საკუთარი სიცოცხლეც მსხვერპლად გაიღო.
უყურა: 1223–მა | კომენტარები: 0
დასახელება: ფორესტ გამპი ჟანრი:კომედია, დრამა, მელოდრამა, წელი:1994 რეჟისორი:რობერტ ზემეკისი ენა:ქართული,რუსული როლებში:ტომ ჰენკსი, რობინ რაიტ პენი, ჰარი სინიზი, მიკელტი უილიამსონი, სალი ფილდი, რებეკა უილიამსი
მოკლე შინაარსი: გონებაშეზღუდული, უწყინარი და კეთილი ფორესტ გამპი თავისი უჩვეულო ცხოვრების შესახებ გვიყვება. ის ჯერ ცნობილი ფეხბურთელი ხდება, შემდეგ ომის გმირი და ბოლოს წარმატებული ბიზნესმენი... ის მილიარდერია, მაგრამ მაინც ისეთივე უეშმაკო და კეთილია, როგორიც იყო...
უყურა: 1003–მა | კომენტარები: 0
უყურა: 812–მა | კომენტარები: 0
დასახელება: დასაწყისი ჟანრი: დეტექტივი, დრამა, ფანტასტიკა, ტრილერი, წელი: 2010 პროდიუსერი: კრისტოფერ ნოლანი ენა: ქართული როლებში: ლეონარდო დიკაპრიო, კენ ბათანაბე, ჯოზეფ გორდონ-ლევიტი, მარიონ კოტიარი, ელენ პეიჯი
მოკლე შინაარსი: დომ კობი - ნიჭიერი ქურდია, საუკეთესო საუკეთესოთა შორის - ის იპარავს ძვირფას საიდუმლოებებს ქვეცნობიერის სიღრმეებიდან, როდესაც ადამიანს სძინავს. იშვიათი ნიჭი მას ჯაშუშთა სამყაროში შეუცვლელს ხდის, მაგრამ ამავე დროს, ეს სამყარო ართმევს ყველაფერს, რაც უყვარდა...
უყურა: 864–მა | კომენტარები: 0
უყურა: 843–მა | კომენტარები: 0
დასახელება: ბნელი რაინდი ჟანრი: ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი, წელი: 2008 პროდიუსერი: ქრისტოფერ ნოლანი ენა: რუსული,ქართული როლებში: კრისტიან ბეილი, ჰიტ ლეჯერი, აარონ ეკჰარტი, მაიკლ კეინი, მეგი ჯილენჰალი, გარი ოლდმენი, მორგან ფრი
მოკლე შინაარსი: კრიმინალებთან წამოწყებულ ომში ბეტმენის ფსონი იზრდება. მას სურს გაანთავისუფლოს ქუჩები დამნაშავეებისაგან, რაშიც რაინდს ლეიტენანტი ჯიმ გორდონი და პროკურორი ჰარვი დენტი ეხმარებიან.თანამშრომლობა ეფექტური გამოდგება... მაგრამ სულ მალე ისინი ქაოსის ეპიცენტში აღმოჩნდებიან.
უყურა: 737–მა | კომენტარები: 0
უყურა: 1021–მა | კომენტარები: 0
დასახელება: უსახელო ნაბიჭვრები ჟანრი: მძაფრ-სიუჟეტიანი, დრამა, წელი: 2009 პროდიუსერი: კვენტინ ტარანტინო ენა: ქართული როლებში: ბრედ პიტი, მელანი ლორანი, კრისტოფ ვალცი, ელაი როტი, მაიკლ ფასბენდერი, დაიან კრიუგერი
მოკლე შინაარსი: ფილმის მოქმედება ოკუპირებულ საფრანგეთში ხდება. სიუზანა დრეიფუსის თვალწინ, გერმანელი პოლკოვნიკი განს ლანდი, მის ოჯახის წევრებს ხოცავს. გოგონა სასწაულებრივად გადაურჩება სიკვდილს და პარიზში გარბის. იქ კინოთეატრში იწყებს მუშაობას. ამ დროს ლეიტენანტი ალდო რეინი ებრაელი ჯარისკაცებისგან ჯგუფს ქმნის, რომლებიც საკუთარ თავს ”ნაბიჭვრებს” უწოდებენ. მათთან ერთიანდება აგენტი ბრიჯეტ ფონ ჰამერსმარკი, რომელიც თავს მსახიობად ასაღებს. სიუჟეტის ორი ხაზი იკვეთება, როდესაც დივერსანტები კინოთეატრში სიუზანას ხვდებიან, ომელსაც შურისძიება სწყურია..
უყურა: 1014–მა | კომენტარები: 0
|
|
|
|