ნიკი:
პაროლი:


Главная » 2013 » მარტი » 11 » ბრედ პიტი

ბრედ პიტი

ავტორი: Гость » თარიღი: 26.04.2024
კატეგორია:
უილიამ ბრედლი პიტი დაიბადა 18 დეკემბერს 1963 წელს აშშ–ში, ქალაქ შოუნიში სამაგალითო ამერიკულ ოჯახში, ძალიან კეთილშობილურში და რელიგიურში. მსახიობის მამა მენეჯერად მუშაობდა სატვირთო მანქანების კომპანიაში, დედა კი ადგილობრივ სკოლაში – მასწავლებელად. ის სწავლობდა კიკაპოოს საშუალო სკოლაში, სადაც ის აქტიურად მონაწილეობდა დებატებში, სპორტში და თეატრში. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო მისურის უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის და სარეკლამო საქმის ფაკულტეტზე. მაგრამ სწავლა არ დაუმთავრებია, ამის მაგივრად ის ჰოლივუდში გაემგზავრა სამსახიობო კარიერის დასაწყებად. იქ მან სახელი შეიცვალა, მაგრამ შეთავაზებული როლების რაოდენობაზე ამან არ იმოქმედა, და პიტს მოუწუა სხვადასხვა სახის სამუშაოებზე წასვლა, რომლებიც შორს იყვნენ შოუ–ბიზნსისგან. პარალერულად ის სამსახიობო კურსებზე დადიოდა იმისათვის, რომ თავის მიმზიდველი გარეგნობისთვის ცოტა პროფესიონალიზმიც დაამატებინა. ასე მან მიიღო პატარა როლი სერიალში 'დალასი' და რამოდენიმე სხვა სერიალში და მხატვრულ ფილმში. თუმცა მსახიობი შეამჩნიეს მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მან ითამაშა სურათში 'ტელმა და ლუიზა'(Thelma & Louise, 1991) მიახლოვებით იმავე დროს გამოსულ ლენტებს 'ჯონი სუედს' (Johnny Suede, 1991) და 'პარალელურ სამყაროს' (Cool World, 1992) არ ჰქონდა დიდი წარმატება, ფილმებმა კი 'შემოდგომის ლეგენდა(' Legends of the Fall, 1994) და 'River runs through it' (1992) კრიტიკოსების დადებითი შეფასება გამოიწვიეს. თრილერის 'შვიდი' (Se7en, 1995) გადაღებების დროს, რომელშიც პიტის პარტნიორი მორგან ფრიდმანი გახდა, ბრედი გვინეტ პელტროუს შეხვდა, რომელიც ფილმში მისი ცოლის როლს ასრულებდა, და რომელთანაც ხანგრძლივი რომანი დაეწყო. თუმცა, როდესაც უკვე ლაპარაკი დაიწყეს შეყვარებულების ქორწილზე, წყვილმა სრულიად მოულოდნელად ურთერთობის გაწყვეტაზე გამოაცხადა. ყველაფერმა სკანდალის გარეშე ჩაიარა. 1995 წელს პიტი ნომინირებული იყო 'ოსკარზე' და 'ოქროს გლობუსით' იყო დაჯილდოვებული როლისთვის ტერი ჯილიამის სურათში '12 მაიმუნი' (12 monkeys, 1995). ლენტამ 'ტიბეტში გატარებული შვიდი წელი' (Seven years in Tibet, 1997) საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები მიიღო, ამ ფილმის შემდეგ კი, ჩინეთის ხელისუფლებამ, პიტს აუკრძალა სამუდამოდ ჩინეთში შესვლა, რადგან ეკრანზე მან ტიბეტელების რევოლუციურ აზრებს იზიარებდა. 97 წელს გამოსული ლენტა 'ეშმაკის საკუთრება' (Devil's Own, 1997'), რომელშიც მთავარ როლებში პიტიმა და ხარისონმა შეასრულეს კინოგაქირავებაში ჩავარდა, სამ საათიანმა სურათმა კი 'გაიცანით, ჯო ბლეკი' (Meet Joe Black, 1998) საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები მიიღო. 2000 წელს, მედიის მიერ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მამაკაცი მსოფლიოში' აღიარებულმა მსახიობმა, გული გაუცრუა თავის უამრავ თაყვანისმცემელს, როდესაც ცოლად შეირთო მსახიობი ჯენიფერ ანისტონი.

ნახვა: 586 | კომენტარები: 0
კომენტარები: 0
Добавлять комментарии могут только зарегистрированные пользователи.
[ Регистрация | Вход ]

ძებნა
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Block title
www.wsa.ge
Design By TranceEnergY | საიტის რუკა
ონლაინ ფილმების დიდი კრებული | © შექმნილია 2012