ნიკი:
პაროლი:


Главная » 2013 » მარტი » 6 » ტომ ჰენკსი

ტომ ჰენკსი

ავტორი: Гость » თარიღი: 24.04.2024
კატეგორია:
მსახიობი 1956 წლის 9 ივლისს დაიბადა კალიფორნიაში. იგი სულ 5 წლის იყო, როდესაც დედ-მამა გაეყარნენ. ტომი მამასთან ერთად დარჩა და მალევე ისინი საცხოვრებლად ოკლენდში გადავიდნენ. 1974 წელს იგი ამთავრებს სკოლას და აბარებს ჰეივარდის კოლეჯში. მალევე ჰენკსი წყვეტს, რომ მსახიობი გახდეს და იგი აბარებს საკრამენტოს უნივერსიტეტში. ტომი მონაწილეობას იღებს თეატრალურ დადგმებში. 1977 წელს მსახიობი მიიწვიეს ლეიკვუდის ფესტივალზე, რომელიც უილიამ შეკსპირისადმი იყო მიძღვნილი. 1978 წელს ტომმა მიიღო კლივლენდიელი კრიტიკოსების პრემია, როგორც საუკეთესო მსახიობმა. 1980 წელს ჰენკსი გამოაგდეს უნივესიტეტიდან და იგი ნიუ-იორკში წავიდა. უამრავი ქასთინგის და მოსმენის შემდეგ, ტომი პატარა როლზე დაამტკიცეს ფილმში "მან იცის, რომ მარტო ხარ” (1980). შემდეგ ჰენკსი მიიწვიეს ტელევიზია ABC- ში, ერთ-ერთ ტელესერიალში. ღამოდენიმე წელში ამ პროექტს აუქმებენ, მაგრამ ამ დროისთვის ჰენკსი უკვე ცნობადი სახეა. მსახიობს სთავაზობენ უამრავ როლებს ტელესერიალებში. 1984 წელს გამოდის პირველი სერიოზული ფილმი ტომ ჰენკსის მონაწილეობით "შხაფუნი”, ფილმი, რომელიც გამოსვლის თანავე ჰიტი გახდა. ამის შემდეგ ტომი უამრავ პროექტში იღებს მონაწილეობას: "Bachelor Party”, "The Man with One Red Shoe”, "Volunteers”. 1988 წელს გამოდის პენი მარშალის კომედია "დიდი”, სადაც ტომ ჰენკსმა მთავარი როლი შეასრულა და წარდგენილი იყო პირველად "ოსკარზე” ნომინაციაში "საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი მამაკაცი”. 1993 წელს ტომ ჰენკსი კიდევ ორი ჰიტით წარსდგა მაყურებლის წინაშე: "უძინარები სიეტლში”, "ფილადელფია”, სადაც მსახიობმა დენზელ ვაშინგტონთან ერთად ითამაშა და მიიღო "ოსკარი” ამ როლისთვის. შემდეგ მომდევნო წელს გამოვიდა კიდევ ერთი ჰიტი "ფორესტ გამპი”. ფილმი დღესდღეობითაც საუკეთესო ფილმების ათეულში შედის. ფილმმა მიიღო "ოსკარი” საუკეთესო რეჟისურისთვის და აღიარეს წლის საუკეთესო ფილმად. 1996 წელს გამოვიდა ახალი ფილმი მსახიობი მონაწილეობით რონ ჰოვარდის "აპოლო 13”, ფილმის შემოსავალი 500 მილიონი დოლარი იყო. იმავე წელს გამოვიდა ჰენკსის ფილმი "ის,რასაც აკეთებ!”. 1998 წელს გამოვიდა ფილმი "Saving Private Ryan”, რომელიც ასევე წარდგენილი იყო "ოსკარზე” და რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა გაიმარჯა ნომინაციაში. ასევე აღსანიშნავია მსახიობის მონაწილეობა ფილმში "თქვენთან წერილია”, სადაც მან მეგ რაიანთან ერთად ითამაშა. 1999 წელს მსახიობმა მიიღო მონაწილეობა "სათამაშოების ისტორია 2”-ის გახმოვანებაში. 1999 წელს სტივენ კინგის წიგნის მიხედვით გამოდის ახალი ფილმი "მწვანე მილი ”, ტომის მონაწილეობით. მომდევნო წელს გამოდის რობინზონ კრუზოს ინტერპრეტაცია "გარიყული”, ასევე მსახიობის მონაწილეობით. ამ როლისთვი ჰენკსი ისევ წარდგენილია "ოსკარზე”. ტომ ჰენკსი ჰოლივუდის ერთ-ერთი საუკეთეოს მსახიობებს შორისაა. 2002 წელს მსახიობმა მიიღო ჯილდო კინემატოგრაფიაში დიდი წვლილის შეტანისთვის. ტომი მსახიობის გარდა, კარგი პროდუსერიცაა. ჰენკსის პირველი ცოლი სამანტა ლიუსია, რომელიც მან ჯერ კიდევ კოლეჯში გაიცნო. ისინი 1978 წელს დაქორწინდნენ და ყავთ ორი შვილი: კოლინი და ელიზაბეტი. 1987 წელს ისინი გაეყარნენ. 1988 წელს მსახიობმა ცოლად მოიყვანა რიტა უილსონი. მასთან ტომს ასევე ორი შვილი ჰყავს – ჩესტერი და ტრუმანი.

ნახვა: 721 | კომენტარები: 0
კომენტარები: 0
Добавлять комментарии могут только зарегистрированные пользователи.
[ Регистрация | Вход ]

ძებნა
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Block title
www.wsa.ge
Design By TranceEnergY | საიტის რუკა
ონლაინ ფილმების დიდი კრებული | © შექმნილია 2012